საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ

ცნობა გაიცემა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და საკონსულო სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაციის/დოკუმენტების საფუძველზე.

მომსახურება შესაძლებელია გაწეულ იქნას როგორც საკონსულო სამსახურში უშუალო ვიზიტისას, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით მომსახურების მოთხოვნის გზით.

საკონსულო სამსახურში მიღება წარმოებს მხოლოდ წინასწარ ჩაწერით. ჩაწერა ხდება შემდეგი ვებ--გვერდის მეშვეობით https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit სადაც, ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ წარსადგენი დოკუმენტები.

ყურადღება! გთხოვთ განაცხადში მიუთითოთ საკონტაქტო ელ-ფოსტა. შეტყობინება დოკუმენტის დამზადების შესახებ გეგზავნებათ მხოლოდ ელ-ფოსტაზე.

დამზადებული დოკუმენტის გატანა შესაძლებელია საკონსულოში პირადი  გამოცხადების ან კურიერის მეშვეობით.


 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. საფოსტო გზავნილის შემთხვევაში განცხადება (იხ. დანართი, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ცნობაში მიეთითება თქვენი რეგისტრაციის მისამართი, თუ რეგისტრირებული ხართ იტალიაში გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტი)

  2. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი ან პირადობის მოწმობა) ასლი;

  3. დაბადების მოწმობის ასლი;

  4. გვარის შეცვლის შემთხვევაში გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. გვარის შეცვლის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სხვ.). თუ აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს მიერ, აუცილებელია წარმოადგინოთ აპოსტილით დამოწმებული.

  5. წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი დოკუმენტი (განქორწინების მოწმობა ან მეუღლის გარდაცვალების მოწმობა) იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

  6. შვილის (შვილების) დაბადების მოწმობა ან მამობის დადგენის მოწმობა თუ განმცხადებელს ჰყავს შვილი (შვილები) არარეგისტრირებული ქორწინებიდან;

  7. თანხის გადახდის ქვითარი  18,35  ევროს ოდენობით. საფასური გადაიხდება წინასწარ შესაბამისი მომსახურების გაწევამდე და ირიცხება შემდეგ ანგარიშზე:

 AMBASCIATA DI GEORGIA GESTIONE ANAGRAFICA
 BancoPosta    
 Codice IBAN:    
 IT12 F076 0103 2000 0102 2929 572
 Codice BIC/SWIFT:  
 BPPIITRRXXX  
 CIN  ABI  CAB  N. CONTO
 F  07601  03200  001022929572

ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ გაიცემა განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტები სრულად იქნება წარმოდგენილი).