ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს კონსულის ვიზიტი ქ. ფლორენციაში

2017 წლის 9-10  დეკემბერს იტალიის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოს კონსული თამთა რჩეულიშვილი და ვიცე-კონსული სოფიკო ქოჩქიანიმივლინებულნი იქნენ ქ. ფლორენციაში, რომლის ფარგლებშიც ესტუმრნენ კულტურული ასოციაცია "ჟალეთის" მიერ დაარსებულ ქართულ საკვირაოსკოლას ქ. ემპოლიში. კონსული და ვიცე-კონსული გაესაუბრნენ მოსწავლეების მშობლებსა და სკოლის ხელძღვანელებს, უპასუხეს მათ კითხვებს დაგაუწიეს საკონსულო მომსახურება.

საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ ქ. ფლორენციაში კვირის წირვას და   ქ. ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოს ხელმძღვანელის მამა ანდრიას დახმარებით შესაძლებლობა მიეცათ წირვის შემდგომ საკონსულო მომსახურება გაეწიათ საქართველოს მოქალაქეებისათვის.

საელჩო მადლობას უხდის თანადგომისათვის მამა ანდრიას, საკვირაო სკოლის ხელმძღვანელებს,  მოსწავლეების მშობლებს და  თითოეულ მოქალაქესგულთბილი მიღებისათვის.

 

აქვე გაცნობებთ, რომ ასოციაცია „ჟალეთის“ საკვირაო სკოლა  ქ. ფლორენციაში გაკვეთილებს ატარებს კვირა დღეს 15:30სთ-დან, შემდეგ მისამართზე Via Palazzuolo N8

ხოლო ქ. ემპოლიში  შაბათ დღეს 17:30სთ-დან, შემდეგ მისამართზე Via Cavour 43/b-Misericordia di Empoli.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ ქ. ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოსთან ფუნქციონირებს ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის შემსწავლელი წრე შემდეგ მისამართზე  Via dei Serragli 102, Firenze.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ