ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განცხადება

 

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს

 

            კონკურსი ცხადდება საელჩოში 3 თვის ვადით სტაჟირების გავლის მსურველთათვის (შემდგომი 3 თვის ვადით გაგრძელების შესაძლებლობით). კონკურსი ცხადდება 1 ვაკანსიაზე. სტაჟირების თემაა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები იტალიის, მალტის და სან-მარინოს რესპუბლიკებთან (აგრეთვე ურთიერთობები ქ. რომში აკრედიტებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან).

სტაჟირების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების დიპლომი (დამთავრებული ბოლო 3 წლის განმავლობაში) ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების, იურისპრუდენციის ან ეკონომიკის განხრით. 

2.  უნდა ფლობდეს ქართულ, იტალიურ და/ან ინგლისურ ენებს მინიმუმ სამუშაო დონეზე.

 

სტაჟირების გავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1) ავტობიოგრაფია; 

2) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ; (იხ. ბმული)

3) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

4) პასპორტის ასლი;

5) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟიორების გავლის პერიოდს;

6) ერთი ფოტოსურათი (3x4);

7) ნასამართლეობის შესახებ ცნობა.    

გთხოვთ დოკუმენტაცია მოგვაწოდოთ ფოსტით შემდეგ მისამართზე: Corso Vittorio Emanuele II, 21. Scala A, Int.4,. 00186 Roma, ან ელექტრონულად - rome.emb@mfa.gov.ge

განაცხადების მიიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ოქტომბერი.  

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ