ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის შეთანხმების მემორანდუმსა და შეთანხმების აღმასრულებელ პროგრამას მოეწერა ხელი

ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრის  და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაიმართა. დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ.საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის შეთანხმების აღმასრულებელ პროგრამას ხელი მოაწერეს მიხეილ ჯანელიძემ და პაოლო ჯენტილონიმ. ხოლო ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, იტალიის მხრიდან კი საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა.ხელმოწერის ღონისძიებამდე პაოლო ჯენტილონი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრამ სამუშაო ლანჩის ფორმატში ჩაიარა. აღნიშნულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული და იტალიური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სამუშაო ლანჩის დაწყებამდე „ვინოტელში“ ღვინის დეგუსტაცია მოეწყო, რომელზეც იტალიელ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო.პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს, როგორც ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე და  რეგიონულ და გლობალურ პროცესებზე. ასევე ხეზი გაუსვეს უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის საქართვლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობაზე. ასევე კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების პერსპექტივებზე.  პაოლო ჯენტილონის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი თბილისში  6-7 ნოემბერს იმყოფებოდა.იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მისი განცხადებით ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას.„ჩვენ გვაქვს დინამიური ორმხრივი ურთიერთობები და მივესალმებით ახალი მიმართულებების გაჩენას ამ ურთიერთობებში. აღნიშნულ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ იტალიის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად.“ - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ