ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ენების ევროპული დღე რომში

25 სექტემბერს, იტალიაში ევრო კომისიის წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, ენების ევროპული დღე, რომის საბავშვო მუზეუმში „ექსპლორა“ გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს საელჩოსთან ერთად, სხვა ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები და კულტურული ინსტიტუტები მონაწილეობდნენ. საქართველოს საელჩომ ბავშვებს ქართული ენის ორიგინალური და საინტერესო ლაბორატორია შესთავაზა.

ბავშვებს, ქართული ანბანისა და ენის გარდა, ტრადიციული ქართული თექის ტექნიკის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. რომში არსებული თექის სახელოსნოს ’’ მწყემსის სახლის’’ ხელმძღვანელების ცისანა და გუნა ქოთილაიძეებისა და სახელოსნოს ქართველი ოსტატების დახმარებით, პატარებმა ქართული ანბანის ასოებისგან პატარა ხალიჩები შექმნეს. ღონისძიება რამდენიმე ეტაპად, დილის 10 საათიდან საღამოს 19 საათამდე გაგრძელდა და საერთო ჯამში 1200 ადამიანს უმასპინძლა. 


 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ