ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

„პალაცო დელა კანჩელერია“-ში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბრამანტეს უნიკალურ „პალაცო დელა კანჩელერია“-ში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი და ოფიციალური მიღება გაიმართა. საზეიმო ღონისძიება აღორძინების ხანის მხატვრის ჯორჯო ვაზარის მიერ მოხატულ დარბაზში ჩატარდა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, კახა სიხარულიძემ. კონცერტში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო დონის ქართველმა ვარსკვლავმა, მეცო-სოპრანომ ქეთევან ქემოკლიძემ. მას აკომპანიმენტი გაუწია პიანისტმა, ეკა მეტრეველმა. კონცერტზე გაჟღერდა ქართველი და იტალიელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, მათ შორის არიები ოთარ თაქთაქიშვილის, ჯუზეპე ვერდის, დიმიტრი არაყიშვილის, ჯოაკინო როსინის, რევაზ ლაღიძისა და ფრანჩესკო ჩილეას ოპერებიდან. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ქართული ხატწერის გამოფენა.სადღესასწაულო მიღებას იტალიის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, იტალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, კულტურისა და სამეცნიერო წრეების, ასევე იტალიური პრესისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ