ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

2015 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი პასკუალე ვალენტინი.

სან-მარინოელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და ფინანსურ სფეროებში ურთიერთობების განვითარებას.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც სამომავლოდ, პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მექანიზმს შექმნის. 

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რეგიონში შექმნილი ვითარება და საერთაშორისო საკითხები. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

შეხვედრაზე სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

პასკუალე ვალენტინი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში, სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებს მოინახულებს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას. 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ