ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის, სამუშაო ვიზიტით იტალიაში

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. სახელმწიფო მინისტრმა ქალაქ ბარიში შეხვედრა გამართა იტალიაში მცხოვრებ ქართველებთან. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, კარლო სიხარულიძე და დიასპორის საკითებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მუხრან გულაღაშვილი ესწრებოდნენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა, აპარატის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. მან ასევე იტალიაში მცხოვრები ქართველების წინაშე არსებულ პრობლემები მოისმინა. შეხვედრაზე, რომელმაც პოზიტიურ გარემოში ჩაიარა, ჩვენმა თანამემამულეებმა მწუხარება გამოთქვეს 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის გამო და დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების სურვილი გამოხატეს.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ