ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული კულტურის დღეები ფლორენციაში

24 ოქტომბერს, ფლორენციაში, საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი, სოფო ქარცივაძე დასწრნენ წმ. ნინოს სამრველოსა და იტალიურ-ქართული კულტურული ასოციაციის "იბერიის" და მისი ხელმძღვანელის ქ-ნი მარინა ქვეხიშვილის მიერ ორგანიზებულ ღონისძიბეას "საქართველოს ხვდება იტალიას".ღონისძიბეას, ქართული დიასპორის გარდა, ესწრებოდნენ დასავლეთ ევროპის სამღვდელოების წევრები, ფლორენციის ვიცე მერი, ვიცე პრეზიდენტი და ასევე, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, კახა სიხარულიძემ, ტოსკანის რეგიონის ვიცე პრეზიდენტმა სტეფანია საკარდიმ, ფლორენციის მერიის მრჩეველმა ინტეგრაციის საკითხებში სარა ფუნარომ და სხვებმა. ანსამბლმანანილამდა დიასპორის სხვა წარმომადგნელებმა იტალიელ სტუმრებს  გააცნეს ქართული ხალხური ცეკვა და სიმღერა. კონცერტის შემდეგ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და სამზარეულო

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ