ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დავით უსუფაშვილმა ვენეციის კომისიის საიუბილეო პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

იტალიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მონაწილეობა მიიღო ვენეციის კომისიის მეასე სხდომაში. მან პირველ რიგში კომისიას საიუბილეო სხდომის გამართვა მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობაზე და მიღწეულ პროგრესზე, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე, ზოგადად ქვეყნაში კონსტიტუციონალიზმის განვითარებაზე და საქართველოს ხელისუფლებასა და ვენეციის კომისიას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დავით უსუფაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთნ კომენტარი გააკეთა.

"მათ მივულოცე მე-100 სხდომის გამართვა და 500-ზე მეტი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავება სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციურ და სამართლებრივ საკითხებზე. დღევანდელი საქართველო და ვენეციის კომისია ვართ თანატოლნი. 1990- 91 წლებში შეიქმნა ეს კომისია და ერთად ვიზრდებით. ჩვენ ვენეციის კომისიას ვეხმარებოდით ჩამოყალიბებაში და ასე ვთქვათ, ხარისხობრივ ზრდაში იმითაც, რომ ვაწვდიდით ძალიან რთულად გადასაწყვეტ საკითხებს. აღვნიშნე ისიც, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური ცხოვრება ნელ-ნელა ახალ ეტაპზე გადადის და უკვე ეს კომისია, რომელიც ახლაა შექმნილია სრულიად განსხვავებულ გარემოში მოქმედებს. ეს განსხვავება პირველ რიგში ისაა, რომ არავინ ელის იმას, რომ სადმე ჩუმად დაიწერება რამე ტექსტი და მერე მას უცებ კონსტიტუციაში ცვლილებად გამოვაცხადებთ, იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია. საქართველოს პარლამენტში თავად უმრავლესობა საკმაოდ მრავალფეროვანია და გადაწყვეტილების მიღება არ არის მარტივი. მმართველ გუნდს არ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, რომ მხოლოდ თავის ნებაზე გადაწყვიტოს საკითხები. ამიტომ ყველას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც პირველად გაუჩნდათ განცდა იმისა, რომ მათი მოსაზრებები და მათი პოზიციები, მათ მიერ საკითხების მხარდაჭერა თუ წინააღმდეგობა, შესაძლოა მართლაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს. კომისიას შევპირდი, რომ რეკომენდაციების და იმ ცვლილებების პაკეტი, რაც მათთან მოვა, იქნება სხვანაირად დამუშავებული, მართლაც ჩართულობის პროცესით. კომისიას ასევე ვამცნე, რომ საქართველოში მკვიდრდება კონსტიტუციონალიზმი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ