ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში, ქ. რომში იმყოფება. 9 ოქტომბერს, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომისიის პრეზიდენტთან ფაბრიციო ჩიკიტოსთან, იტალიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მიკელე ნიკოლეტისთან და იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელთან ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ანდრეა მანჩულისთან. აღსანიშნავია, რომ ბატონი ანდრეა მანჩული უახლოეს მომავალში ვიზიტს გეგმავს საქართველოში.

შეხვედრებისას საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოსა და რუსეთის ურთიერობებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ასევე ყურადღება დაეთმო საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

იტალიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელთან ევროპის საბჭოში მიკელე ნიკოლეტისთან შეხვედრის დროს ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიისა და საქართველოს ურთიერთობებს, კონკრეტულად კი მონიტორინგის კომიტეტის მუშაობის საკითხს. ბატონმა ნიკოლეტიმ ქართულ მხარეს შესთავაზა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესიების წინ დელეგაციების წარმომადგენელთა შეხვედრების გამართვა. აგრეთვე მან აღნიშნა, რომ ის როგორც იტალიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი მხარს უჭერს არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას ან ფრაქციას, არამედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

თედო ჯაფარიძის სამუშაო ვიზიტი იტალიაში გრძელდება. 10 ოქტომბერს იგი მონაწილეობას მიიღებს ვილსონის და ამერიკული სწავლების ცენტრების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში: „ტრანსატლანტიკური ურთიერთობები კრიზისის დროს: საერთო საფრთხეები, განსხვავებული პასუხები".

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ