ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 9-10 დეკემბერს  იტალიის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოს კონსული თამთა რჩეულიშვილი და ვიცე-კონსული სოფიკო ქოჩქიანი მივლინებულნი იქნენ ქ. ფლორენციაში, რომლის ფარგლებშიც ესტუმრნენ  კულტურული ასოციაცია "ჟალეთის" მიერ დაარსებულ ქართულ საკვირაო სკოლას ქ. ემპოლიში. კონსული და ვიცე-კონსული გაესაუბრნენ მოსწავლეების მშობლებსა და სკოლის ხელძღვანელებს, უპასუხეს მათ კითხვებს და გაუწიეს საკონსულო მომსახურება.

საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ ქ. ფლორენციაში კვირის წირვას და   ქ. ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოს ხელმძღვანელის მამა ანდრიას დახმარებით შესაძლებლობა მიეცათ წირვის შემდგომ საკონსულო მომსახურება გაეწიათ საქართველოს მოქალაქეებისათვის.

 

 

განთავსების თარიღი: 11.12.2017
 

გაცნობებთ, რომ 9-10 დეკემბერს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირები მივლინებულნი არიან ქ. ფლორენციაში. მოქალაქეთა მრავალრიცხოვნებიდან გამომდინარე გამოყოფილი იქნა ნახევარი დღე მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების გაწევის მიზნით.  მოქალაქეთა მიღება იწარმოებს კვირა დღეს - 10 დეკემბერს, 14:00-17:00 სთ-ებში, შემდეგ მისამართზე: Via dei Serragli N 102, Firenze

განთავსების თარიღი: 06.12.2017
 

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია რომში, იტალიის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართა.შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები. იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ​ გიორგი მარგველაშვილს კვირინალეს სასახლე დაათვალიერებინა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო - იტალიის ორმხრივი ურთიერთობების და საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

განთავსების თარიღი: 18.10.2017
 

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციასთან ერთად გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან და იტალიის სახელმწიფო დელეგაციასთან.საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, წელს საქართველო და იტალია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ამ წლების განმავლობაში, ორი ქვეყნის ურთიერთობები ერთგულ მეგობრობასთან, ნაყოფიერ თანამშრომლობასა და ძლიერ პარტნიორობასთან ასოცირდება.

 

განთავსების თარიღი: 18.10.2017
 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიის სენატის თავმჯდომარეს პიეტრო გრასოს შეხვდა.შეხვედრას, რომელსაც საქართველოს დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე ესწრებოდნენ, საქართველო - იტალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

განთავსების თარიღი: 18.10.2017
 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა რომში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის მსმენელებთან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან.

გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში საჯარო ლექცია წაიკითხა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ არჩევანზე და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა.გიორგი მარგველაშვილი განსაკუთრებულად მიესალმა კოლეჯის ქართველ კურსანტებს და მათ წარმატებული პოლიტიკური და სამხედრო კარიერა უსურვა.როგორც საჯარო გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე განსაზღვრა ქვეყნის მომავალი განვითარების მიმართულებად - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, იმის მიუხედავად, რომ იგი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნე იყო.

განთავსების თარიღი: 18.10.2017
 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვია. გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 16 ოქტომბერს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართება.საქართველოს პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში  - დელეგაციასთან ერთად შეხვდება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე.

განთავსების თარიღი: 15.10.2017
 

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო გაცნობებთ, რომ 3, 4 და 5 ნოემბერს საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირები - თამთა რჩეულიშვილი და სოფიკო ქოჩქიანი განახორციელებენ მივლინებას ქ. ბარიში საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით.  მოქალაქეთა მიღება იწარმოებს  შემდეგ მისამართზე:  ViaTrevisani 259BARI

მოქალაქეთა მომსახურების განრიგი:

 3 ნოემბერი - 10:00-14:00 და 15:00-18:00 სთ;

 4 ნოემბერი - 09:00-15:00 სთ;

 5 ნოემბერი - 09:00-12:00 სთ. 

განთავსების თარიღი: 09.10.2017
 

 

განცხადება

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

            საქართველოს საელჩო აცხადებს კონკურსს საელჩოში 3 თვის ვადით სტაჟირების გავლის მსურველთათვის (3 თვის ვადით გაგრძელების შესაძლებლობით). კონკურსი ცხადდება 1 ვაკანსიაზე. სტაჟირების თემაა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები იტალიის, მალტის და სან-მარინოს რესპუბლიკებთან (აგრეთვე ურთიერთობები რომში აკრედიტებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან).

 

განთავსების თარიღი: 04.10.2017
 

გაცნობებთ, რომ 17 და 18 მაისს იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი - სოფიკო ქოჩქიანი განახორციელებს ქ. ბარიში მივლინებას საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით.  მოქალაქეთა მიღება იწარმოებს ოთხშაბათს, 17 მაისს და ხუთშაბათს, 18 მაისს, 09:00-14:00 და 15:00-19:00 სთ-ებში, კულტურული ასოციაცია „ფესვების“ დარბაზში, შემდეგ მისამართზე:  17 მაისი -Via de Rossi 175, BARI,   18 მაისი - Via Domenico Nicolai 30, BARI

განთავსების თარიღი: 08.05.2017
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ