ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვის შესახებ

საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა.

საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი, ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ან თქვენი მხრიდან ვალდებულებას და ემსახურება მხოლოდ საკონსულო სამსახურის მიერ თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს, მაგალითად, უცხო ქვეყანაში შექმნილი საომარი თუ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში -  თქვენი ადგილსამყოფელის დროულად დადგენას და საკონსულო დახმარების ეფექტურად გაწევას. თქვენი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის დროს შესაძლოა დაფიქსირდეს ინფორმაცია თქვენი უცხო ქვეყნის მოქალაქე ოჯახის წევრების შესახებ.

საკონსულო აღრიცხვა ასევე შესაძლებლობას მოგცემთ, მონაწილეობა მიიღოთ საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში - საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია საკონსულო სამსახურში ვიზიტისას, საფოსტო გზავნილით ან ვებ-გვერდის მეშვეობით https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit    

 

წარსადგენი დოკუმენტები:

  •  ანკეტა (საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) იხ. მიმაგრებული დოკუმენტი
  • ფოტოსურათი (საკონსულო სამსახურში ვიზიტისას ფოტოს გადაღება ხდება ადგილზე);
  • ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რომ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე ან  საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი;
  • წარმომადგენლის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენი იქნება რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ვებ-გვერდის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნის მომსახურებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ

  • შეუძლებელია წარდგენილ პერსონალურ მონაცემთა იდენტიფიცირება;
  • ვერ დგინდება განმცხადებლის უცხო ქვეყანაში ყოფნის ფაქტი;

 

საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის, ასევე მზრუნველობის და მეურვების ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება დასაშვებია, მხოლოდ მშობლის (მზრუნველი, მეურვე) თანხმობით. თანხმობა გამოიხატება, საკონსულო თანამდებობის პირის წინაშე,საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის (მზრუნველობის ან მეურვეობის ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქე) საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ განცხადება-ანკეტაზე, მშობლის (მეურვე, მზრუნველი) ხელმოწერით.

საკონსულო აღრიცხვა ხორციელდება უფასოდ.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ