საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა იტალიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

21 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, კონსტანტინე სურგულაძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას რწმუნებათა სიგელები გადასცა. პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, იტალიასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები და მათი გაღრმავების შესაძლებლობები.