საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აცხადებს სტაჟიორის შესარჩევ კონკურსს

 

            კონკურსი ცხადდება  3 თვის ვადით სტაჟირების გავლის მსურველთათვის (შემდგომი 3 თვის ვადით გაგრძელების შესაძლებლობით) 3 ვაკანსიაზე საკონსულო სამსახურში.

სტაჟირების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების დიპლომი (დამთავრებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი,სასურველია იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების განხრით. 

2.  უნდა ფლობდეს ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს

სტაჟირების გავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1) ავტობიოგრაფია; 

2) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ; (იხ. ბმული)

3) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

4) პასპორტის ასლი;

5) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟიორების გავლის პერიოდს;

6) ერთი ფოტოსურათი (3x4);

7) ნასამართლეობის შესახებ ცნობა.    

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ დოკუმენტაცია მოგვაწოდოთ ფოსტით შემდეგ მისამართზე: Corso Vittorio Emanuele II, 21. Scala A, Int.4,. 00186 Roma, ან ელექტრონულად - rome.emb@mfa.gov.ge

განაცხადების მიიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 16 მარტი.