საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ასოციაციის ,,რონდინე-მშვიდობის ციტადელი’’ ღონისძიებას დაესწრო

9 ოქტომბერს, ასოციაციაში ,,რონდინე-მშვიდობის ციტადელი’’, იტალიის მუდმივი სენატორის, ჰოლოკოსტის მოწმის ლილიანა სეგრეს ბოლო საჯარო გამოსვლა გაიმართა. შეხვედრას, იტალიის პრემიერ მინისტრი, მინისტრები, სენატისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეები, რონდინეს პროექტში მონაწილე ქვეყნების ელჩები, რონდინეს სტუდენტები და ტოსკანის რეგიონის ზოგიერთი სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ერთ-ერთ პანელზე, რონდინეს სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით მიმართა იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ. მის გამოსვლაში, საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა სიძულვილის, დისკრიმინაციის, შურისძიებისა და ძალადობის აღმოფხვრის მნიშვნელობას, რაც უამრავი ომისა და ადამიანური ტრაგედიის საწყისია, დიალოგის, ტოლერანტობის, შერიგებისა და ერთიანობის აუცილებლობას და ამ მიმართულებით, ახალგაზრდების ჩართულობის როლს.