საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კონსტანტინე სურგულაძის ვიზიტი სან მარინოს რესპუბლიკაში

1-2 ოქტომბერს, საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ეწვია სან მარინოს რესპუბლიკას. სან-მარინოში ანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრები გამართა სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ლუკა ბეკარისთან და სან მარინოს დიდი და გენერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაოლო რონდელისთან.
საქართველოს ელჩსა და სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ლუკა ბეკარის შორის გამართულ შეხვედრაზე საქართველოს და სან მარინოს რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. საქართველოს ელჩმა სახელმწიფო მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, ასევე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას. საქართველოს ელჩმა სან მარნოს მხარეს მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე ”აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუციის მხარდაჭერისა და თანასპონსორობისთვის.

დიდი და გენერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაოლო რონდელისთან შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოში, მიმდინარე წელს დაგეგმილი არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობას და მასში სან მარინოელი დამკრვებლების მონაწილეობის შესაძლებლობას. სან მარინოს მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.