საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ხშირად დასმული კითხვები?!

ხშირად დასმული კითხვები👇

🔴როგორ ვიყიდო ბილეთი რომი-თბილისის სპეც-რეისზე ? ✈️

რომი თბილისის სპეციალური რეისი განხორციელდება 21 აპრილს. ელექტრონული ბილეთების გაყიდვა 2 დღით ადრე - 19 აპრილს თბილისის დროით 10:00 საათზე დაიწყება „საქართველოს ავიახაზების“ (აირზენა) ვებ-გვერდზე https://www.georgian-airways.com/ და გაგრძელდება ბილეთების ამოწურვამდე. ბილეთის სავარაუდო ფასი იქნება 199 ევრო.

🔴 საელჩოში რეგისტრაცია მაქვს გავლილი და მოვხვდები თვითმფრინავზე? 📃

საელჩოში რეგისტრაცია ემსახურება საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობის დადგენას და არ გულისხმობს არც ბილეთების დაჯავშნას და არც რიგის დაკავებასა, თუ რაიმე სხვა შეღავათს ავიაბილეთების მოსაპოვებლად. თვითმფრინავზე მოსახვედრად მოქმედებს ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ზოგადი წესები. (იხილეთ კითხვა 1)

🔴 რომელ საათზე დაიწყება ბილეთების გაყიდვა? ავია-რეისთან დაკავშირებული დეტალები.⏱💳

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 19 აპრილის თბილისის დროით დილის 10:00 საათზე. რეისთან დაკავშირებული სხვა დეტალები (ბორტზე დაშვებული ტვირთის ოდენობა, ცხოველების გადაყვანის შესაძლებლობა და პირობები, ხელბარგის წონა და სხვა ინფორმაცია) უნდა დააზუსტოთ ავია-კომპანიასთან.

🔴როგორ ჩამოვიდე რომამდე თბილისში გასამგზავრებლად?🚈

მას შემდეგ რაც შეიძენთ ბილეთს, უნდა შეავსოთ ავტო სერთიფიკატი, სადაც რომის მიმართულებით მგზავრობის მოტივად მიუთითებთ სამშობლოში დაბრუნებას. ეს დოკუმენტი ბილეთთან ერთად ჩაითვლება საპატიო მიზეზად იტალიის სხვადასხვა ქალაქებიდან რომის მიმართულებით გადაადგილებისთვის. გადაადგილებას შეძლებთ სხვადასხვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით (მატარებლით, თვითმფრინავით, ავტობუსით და სხვა), რომლის ბილეთები და მოძრაობის განრიგი წინასწარ უნდა შეამოწმოთ მგზავრობის დაწყებამდე.

🔴როგორ შევავსო ავტოსერთიფიკატი?

ავტოსერთიფიკატის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

http://www.italy.mfa.gov.ge/default.aspx…

🔴 სად მოვიძიო ავტოსერთიფიკატი?📃

ავტოსერთიფიკატი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდიდან ამობეჭდოთ, შეავსოთ და ხელი მოაწეროთ. თუ ვერ ახერხებთ ამობეჭდვას, ავტოსერთიფიკატი შეგიძლიათ მოითხოვოთ ასევე ტაბაკერიებში.

🔴 იქნება თუ არა სხვა რეისი და იქნება თუ არა ფრენები რომის გარდა სხვა ქალაქებიდან? ✈️

არ არის გამორიცხული დაინიშნოს დამატებითი რეისები, მაგრამ ინფორმაცია რეისების თარიღისა და გამგზავრების ქალაქების შესახებ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც რეისი დაინიშნება. ასეთი ინფორმაცია საელჩოს ვებ-გვერდზე და „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდება.

🔴 შეუძლია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს იყიდოს ბილეთი სპეციალურ ავია-რეისზე და შევიდეს საქართველოს ტერიტორიაზე?

ამისათვის უცხოეთის მოქალაქე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, ან მშობელი და უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი, შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტაცია.

🔴 პასპორტი არ მაქვს, რა ვქნა?

იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაკარგეთ პასპორტი, ან მას ვადა გაუვიდა ან სხვა მიზეზით არ ფლობთ მას, სამგზავრო დოკუმენტად უნდა გამოიყენოთ საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა, რომლის აღებასაც შეძლებთ საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილებაში, მხოლოდ მას შემდეგ, როცა უკვე შეძენილი გექნებათ ავიაბილეთი სპეც-რეისზე. დასაბრუნებელ მოწმობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად დარეკეთ შემდეგ სატელეფონო ცხელ ხაზზე: +39 350 148 3114.

🔴 უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობებით დადგენილი 90 დღიანი ვადა ამომეწურა ან მალე ამომეწურება და როგორ მოვიქცე?

იტალიაში არსებული საგანგებო ვითარება ითვლება ფორს-მაჟორულ მდგომარეობად და 90 დღიანი ვადის დარღვევა საპატიოდ ჩაითვლება თუ ეს გამოწვეულია იტალიაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. იტალიის ტერიტორიაზე ყოფნის 90 დღიანი ვადა (თუ ის ამოიწურა/იწურება 2020 წლის 31 იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდში) ხანგრძლივდება ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე. ანუ, იმისათვის, რომ დარღვევა საპატიოდ ჩაითვალოს, საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან და რეგულარული მიმოსვლისა და ფრენების აღდგენისთანავე უნდა დატოვოთ იტალიის ტერიტორია.