📣📣📣იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
როგორც იცით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები”!
‼ბილეთები 2 დღით ადრე გაიყიდება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე!
https://www.georgian-airways.com
გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები:
✔მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატი
(სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად)
იხ. ავტოსერთიფიკატი
და ასევე
✔საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი
შეეძლება თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან!