საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ფლორენციის დიასპორასთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, ბ-ნი კონსტანტინე სურგულაძე 19 იანვარს, ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, ნათლისღების სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც ტაძრის წინამძღვარმა მამა ანდრია ლაცაბიძემ ჩაატარა. მრევლს ელჩთან ერთად ფლორენციის მერი, დარიო ნარდელაც მიესალამა. მოგვიანებით, პალაცო ბორგეზეში სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის გაიმართა მიღება, სადაც ელჩი, ფლორენციაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა და გაესაუბრა.