საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველთა ტრიუმფი 2020 წლის ძალოსანთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე რომში

რომში, 2020 ძალოსანთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველომ სხვადასხვა სინჯის 11 მედალი მოიპოვა - პირველი სამი ოქროს მედალი ანტონ პლესნიომ, სამი ვერცხლის შოთა მიშველიძემ, ხოლო ორი ბრინჯაოს მედალი გოგა ჩხეიძემ მოიპოვეს. შეჯიბრის ბოლო დღეს სამი ოქროს მედალი ოლიმპიურმა ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიგო, რომელსაც ერთ-ერთი მედალი იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ გადასცა. ვულოცავთ ქართველ ათლეტებს ტრიუმფალურ გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ მათ! 🏋️‍♀️🥇🏆🇬🇪