საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა კოტე სურგულაძემ მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია Fondazione Roma Europea-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში

5 თებერვალს, ელჩმა კოტე სურგულაძემ მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია Fondazione Roma Europea-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც სამხრეთის გაზის დერეფანს ეძღვნებოდა (Southern Gas Corridor). ელჩმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობაზე საქართველოსა და ევროპისათვის; ხაზი გაუსვა გაზსადენის როლს რეგიონში ეკონომიკური განვითარების და ევროპის ენეგრო სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ღონისძიებაში მონაწიელობა მიიღეს აზერბაიჯანის, თურქეთის და ალბანეთის ელჩებმა და სამხრეთის გაზის დერეფნის- ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუკა სკიეპატიმ.