საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფოტო გამოფენა “ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში” რომის ამერიკულ საერთაშორისო სკოლაში

 4 დეკემბერს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა რომის ამერიკულ საერთაშორისო სკოლაში საქართველოს შესახებ რამდენიმე პანელიანი ღონისძიება გამართეს. სკოლის შენობაში წარმოდგენილი გახლავთ ფოტო გამოფენა “ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში”, რომელმაც გალერეა “კარლო მარია ბიაჯარელიდან” ერთი კვირით სკოლაში გადაინაცვლა.

მასწავლებლებისა და პროფესორების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის გამო, საელჩოს წარმომადგენლებმა სკოლის 11 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საქართველოს შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს. დესპანი დავით ბაზერაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი სოფო ქარცივაძე სკოლის სტუდენტურ ასამბლეაზე 400-მდე მოსწავლესა და მასწავლებელს შეხვდნენ და მათ საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე ესაუბრნენ. სტუდენტური ასამბლეის შემდეგ, საშუალო კლასის მოსწავლეებისთვის სემინარი გაიმართა ქართულ ენასა და დამწერლობაზე, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომში ვიზიტით მყოფი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შეხვდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და გადაადგილების შეზღუდვასა და ამით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე ესაუბრა. საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და სტუდენტებთან გამართული მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრისათვის. ასევე, რომის ამერიკული საერთაშორისო სკოლის ადმინისტრაციას, განსაკუთრებით კი ევა სენტ ონჟს ინიციატივისა და გამოფენისა და თანმხლები ღონისძიებების მასპინძლობისათვის.