საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ბატონი კონსტანტინე სურგულაძის შეხვედრა ტურინის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან

28 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს ელჩის ბატონი კონსტანტინე სურგულაძის შეხვედრა ტურინის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან, ბატონ ვინჩენცო ილოტესთან. შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარეო ვაჭრობის და საინვესტიციო გარემოს შესახებ. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და პიემონტეს რეგიონს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს სავაჭრო პალატასთან ურთიერთგაგების მემორამდუმის გაფორმების შესაძლებლობა. შეთანხმდა, რომ გაგრძელდება მუშაობა ვიზიტებისა და შეხვედრების გაცვლის საკითხზე.