საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის კონსტანტინე სურგულაძე მილანის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

1 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს ელჩის კონსტანტინე სურგულაძის შეხვედრა მილანის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ კარლო ედოარდო ვალისთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო სააგენტო „Promos Italia”-ს წარმომადგენლები. ელჩმა ისაუბრა საქართველოს ბიზნეს გარემოსა და ტურისტული შესაძლებლობების, საქართველოს საგარეო ვაჭრობის, საერთაშორისო რეიტინგებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროები და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. შეთანხმდა, რომ გაგრძელდება მუშაობა ვიზიტებისა და შეხვედრების გაცვლის მიმართულებით.
ლომბარდიაში ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ არაოფიციალური შეხვედრა, გამართა ასევე, ქ. მილანის მერიის ტურიზმისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელთან რობერტა გუაინერისთან. საუბარი შეეხო ლომბარდიაში, კერძოდ კი ქ. მილანში ტურიზმის ძირითად მიმართულებებს და სპეციფიკას. განხილულ იქნა საქართველოსა და ლომბარდიის რეგიონს შორის ტურიზმის კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობები.