საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სამუშაო ვიზიტი ლომბარდიის რეგიონში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი კონსტანტინე სურგულაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლომბარდიის რეგიონში. გუშინ, 1 ოქტომბერს, საქართველოს ელჩი შეხვდა ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტს ატილო ფონტანას და ადგილობრივი მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, განსაკურებული ყურადღება მიენიჭა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოების აუცილებლობას, ლომბარდიის, როგორც იტალიის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონის გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა სფეროებში. ელჩმა რეგიონის პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრები საქართველოში მოიპატიჟა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საპატიო კოსნული ლომბარდიის რეგიონში ლელიო ნიკოლა ორსინი დ’არაგონა.