საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი იტალიაში ქალაქ მონრეალის მერს ალბერტო არჩიდიაკონოს შეხვდა.

სიცილიიაში ვიზიტის ფარგლებში, 27 სექტემბერს, საქართველოს ელჩი იტალიაში ქალაქ მონრეალის მერს ალბერტო არჩიდიაკონოს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა სიცილიის ამ ულამაზესი ქალაქისა და საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის დაძმობილების შესაძლებლობები განიხილეს. გადაწყდა, რომ ქართული მხარე უახლოეს მომავალში მიაწვდის მონრეალის მერს, დაინტერესებული ქალაქების პრეზენტაციას, შესაბამისი მემორანდუმის ტექსტით. მონრეალის მერმა საქართველოს დელეგაციას სპეციალური კულტურული პროგრამა შესთავაზა. მონრეალის ღთისმშობლის უნიკალური ტაძრის დათვალიერების შემდეგ, მერმა საქართველოს ელჩი ცნობილი კერამიკოსის ნიკოლა ჯულიანოს სახელოსნოშო წაიყვანა, სადაც მაესტრო ჯულიანომ დელეგაციის წევრებს ცნობილი სიცილიური კერამიკის ტრადიციები და ტექნოლოგია გააცნო.