საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ''სიჩინდუსტრიის' წარმომადგენლებს შეხვდნენ

სიცილიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ''სიჩინდუსტრიის'' საერთაშორისო ურთიერთობების და სიცილიური საწარმოების იტალიის საზღვრებს გარეთ წარმოების ხელშეწყობის მიმართულების ხელმძღვანელს ანტონინო სალერნოს შეხვდნენ. ელჩმა ,,სიჩინდუსტრიის'' წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, ასევე ტურისტული შესაძლებლობები გააცნო. საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, საგარეო ვაჭრობის, საერთაშორისო რეიტინგებისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესახებ, ასევე ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ სექტორებზე და მათი განვითარების გზებზე. კერძოდ, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესების შესახებ. ელჩმა ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის მიმართუელბით საქართველოსა და სიცილიის რეგიონის თავისებურებებსა და ამ სექტორში სიცილიის მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს. შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში პალერმოში გაიმართება საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს პრეზენტაცია, რომელზეც მოწვეულნი იქნებიან ''სიჩინდუსტრიაში'' გაერთიანებული მეწარმეები, ხოლო შემდეგ ეტაპზე, განხორციელდება სიცილიელი მეწარმეებით დაკომპლექტებული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ადგილზე გაეცნობა საქართველოში ინვესტირებისა და წარმოების შესაძლებლობებს.