საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კონსტანტინე სურგულაძის სამუშაო ვიზიტი სიცილიის რეგიონში

26 სექტემბერს, დაიწყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბ-ნი კონსტანტინე სურგულაძის სამუშაო ვიზიტი სიცილიის რეგიონში. გუშინ დილით, საქართველოს ელჩი პალაცო ორლეანსში მიიღო რეგიონის პრეზიდენტმა, ბ-ნმა ნელო მუზუმიჩიმ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ადილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. ბატონმა კონსტანტინემ ქართველი ხალხის სხელით, მადლობა გადაუხადა სიცილიელ ხალხს მრავალწლიანი მეგობრობისა და გვერდში დგომისათვის, რაც მათ 90-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთხელ გამოხატეს ომით დაზარალებული ქართველი ბავშვებისა და მათი ოჯახების მიმართ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოების აუცილებლობას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და ტურიზმის მიმართულებით. ელჩმა რეგიონის პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრები საქართველოში დაპატიჟა. შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ სიცილიის რეგიონის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ორგანიზებაზე, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე შედგება.