საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩო იტალიაში იურიდიული დახმარების სამსახურს უმასპინძლებს

ანონსი: 29 სექტემბერი, 2019
14.00 სთ. მისამართი:
GRAND HOTEL PALATINO ROMA - Via Cavour, 213/M, 00184 Roma

საქართველოს საელჩო იტალიაში იურიდიული დახმარების სამსახურს უმასპინძლებს!

2019 წლის 29 სექტემბერს, 2 საათზე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და ამავე სამსახურის დირექტორის მოადგილე სულხან გველესიანი, იტალიაში, ქ. რომში, სასტუმრო GRAND HOTEL PALATINO ROMA (Via Cavour, 213/M, 00184 Roma) გამართავენ შეხვედრას, რომელზე დასწრებაც თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი რომის შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენს პრეზენტაციას „იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების“ შესახებ, რომელიც მოიცავს ვრცელ ინფორმაციას დისტანციური სამართლებრივი დახმარების შესძლებლობებზე, რომელიც ასევე უფასოა და საუკეთესო საშუალებაა უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის - დაზოგონ დრო, ფინანსები და ისე მოაგვარონ სხვადასხვა სახის სამართლებრივი პრობლემა.
ემიგრანტთა შეხვედრაზე პირველად განხორციელდება სადემონსტრაციო დისტანციური კონსულტაცია რომიდან თბილისში, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეს როგორ შეუძლია დაუკავშირდეს იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტ-კონულტანტს საქართველოში და მიიღოს მისგან უფასო სამართლებრივი დახმარება. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდებათ საკონტაქტო ინფორმაციის შემცველი საინფორმაციო ბროშურები.
იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს იურიდიული დახმარების სამსახურის 12 ბიურო და 10 საკონსულტაციო ცენტრი. სამსახურის უფასო სამართლებრივ კონულტაციის უწევს ნებისმიერ პირს ნებისმიერ საკითხზე, ხოლო იურიდიული დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში უზრუნველყოფილია გადახდისუუნარო მოქალაქეებისთვის.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.მისამართზე: [email protected]