საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ხალხური მუსიკის ანსამბლის "ბასიანი" კონცერტი პერუჯის "Sagra Musicale Umbra“-ს ფესტივალზე

საქართველოს ელჩი იტალიაში, ბ-ნი კონსტანტინე სურგულაძე იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი მუსიკალური ფესტივალის 74^ #SagraMusicaleUmbra“-ს ფარგლებში მიწვეული ანსამბლის ‘’ ბასიანი’’ კონცერტს დაესწრო. ელჩის და ანსამბლის წარმომადგენელთა საპატივსაცემოდ, პერუჯის კლასიკური მუსიკის ფონდის პრეზიდენტმა ანა კალაბრომ სპეციალური მიღება გამართა, რომელსაც ქართველი სტუმრების გარდა, ქალაქის ხელმძღვანელობა და სხვა საპატიო სტუმრებიც დაესწრნენ. პერუჯის მთავარ მოედანზე, ღია ცის ქვეშ სან ლორენცოს ტაძრის წინ, ,, ბასიანის’’ მიერ არაჩვეულებრივად შესრულებულ ქართული ხალხურ სიმღერებს უამრავი აპლოდისმენტი და დიდი წარმატება ხვდა წილად უმბრიელი მსმენელისგან. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს, 12 საათზე გაიმართა საქართველოს დიდი მეგობრის და ცნობილი იტალიელი მუსიკოლოგის რენატო მორელის პრესკონფერენციაც, რომელზეც ეთნო მუსიკოლოგმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ხალხური სიმღერების უნიკალურობა და თავისებურებები გააცნო. გუშინ, ,,ბასიანმა,,, ფესტივალის ფარგლებში, მეორე კონცერტი გამართა ქალაქ მონტეფალკოს წმ.ფრანცისკის მუზეუმების კომპლექსში. საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ფესტივალის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით მის სამხატვრო დირექტორს ენრიკო ბრონძის, ფონდის პრეზიდენტს ანა კალაბროს, ეთნო მუსიკოლოგ რენატო მორელის და ‘’ბასიანის’’ თითოეულ მომღერალს ქართული კულტურის საუკეთესოდ წარმოჩენისა და დაუვიწყარი საღამოსთვის!