საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი რეჯო კალაბრიაში

10-13 ივლისს, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები მივლინებით იმყოფებოდნენ რეჯო-კალაბრიაში, სადაც რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო მომსახურება გაუწიეს. იმავე დღეს, საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ თბილისის მერიის ხელშეწყობით, ასოციაციის‘’კულტურული მოძრაობა ქართველები კალაბრიაში’’ ხელმძღვანელის ნინო წიკლაურის მიერ ორგანიზებულ კონცერტს ‘’საქართველო-იტალია მუსიკით გულში’’. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს შშმ ჯგუფმა ‘რელიქვია’ და ცნობილმა კალაბრიელმა ავტორ-შემსრულებელმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა მიქელანჯელო ჯორდანომ, გიტარისტ ფრანჩესკო ამენდოლიასთან ერთად. 12 ივლისს, საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი სოფო ქარცივაძე შეხვდა კალაბრიის რეგიონის საბჭოს თავმჯდომარეს ნიკოლა ირტის. უფროსმა მრჩეველმა მადლობა გადაუხადა თავმჯდომარეს რეგიონში ქართული დიასპორის სახელით, საუბარი შეეხო საქართველოს ელჩის ოფიციალური ვიზიტის ორგანიზებას და სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, კალაბრიის რომელიმე ქართულ რეგიონთან დამეგობრების საკითხს. შეხვედრას ესწრებოდნენ პოეტი გიორგი ლობჟანიძე და მთარგმნელი ნუნუ გელაძე, რომლებმაც იმავე საღამოს, წიგნის ფესტივალ Xsenia Book-ზე მსენელს პოეტის შემოქმედება გააცნეს. საელჩოს წარმომადგენლებმა მოინახულეს, ასევე, წიგნის ფესტივალზე ასოციაციის ‘’ქართველები კალაბრიაში’’ მიერ მოწყობილი ქართული სტენდი, რომელიც ფესტივალის მსველელობის პერიოდში, იტალიელ სტუმრებს ქართული კულტურისა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ საინტერესო ინფორმაციას უზიარებდა. ასოციაციის წევრებმა ფესტივალის დახურვის დღეს ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გამართეს.