საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბელუნოში მიხეილ ხეგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ღონისძიება გაიმართება

29-30 ივნისს ქ. ბელუნოში, იტალიის ალპინისტთა კლუბში მიხეილ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ღონისძიება გაიმართება.
29 ივნისს, 16.00 წუთზე დაგეგმილია რეზო თაბუკაშვილის დოკუნეტური ფილმის "მიხეილ ხერგიანის" ჩვენება. მესტიის ფოლკლორული ანსამბლის "რიხოს" კონცერტი და იტალიელთა სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელის, ბერტო ლუგანაცის გახსენება. 
30 ივნისს, 12.00 -ზე მესტიის საკრებულოს წარმომადგენლები, ფოლკლორული ანსამბლის "რიხოს" წევრები, მიხეილ ხერგიანის ოჯახი, მეგობრები და დელეგაციის სხვა წევრები, ტისის ალპინისტურ თავშესაფართან აღმართულ მემორიალურ დაფასთან პატივს მიაგებენ "კლდის ვეფხვად" წოდებული, დოლომიტებში 37 წლის ასაკში ტრაგიკულად დღუპული ქართველი ალპინისტის ხსოვნას.

ღონისძებაში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, დაუკავშირდნენ საქართველოს დიდი მეგობარს, სილვიო კალვის ან ვახტანგ ფილფანს.