საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ველეტრის ღვინის ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა

21 ივნისს, ველეტრიში ლაციოს რეგიონში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი,  "ყველანი ქვევით მარანში!" სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და მისი ორგანიზატორი, საქართველოს საელჩოსთან,  სოფლის მეურნეობის სამინისტროსa და GDM WINERY-ს ხელმძღვანელთან გიორგი ხუნჯგურიასთან თანამშრომლობით CREA - ენოლოგიის ინსტიტუტი გახლდათ. ეს ველეტრიში ჩატარებული ღვინის მეხუთე ფესტივალია, რომლის საპატიო სტუმარი ქვეყანა წელს საქართველო გახლდათ. გახსნის ცერემონიალზე სტუმრებს CREA-ს დირექტორთან, ლაციოს სოფლიო მეურნეობის რეგიონალური წარმომადგენლსა და ქალაქის მერთან  ერთად საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა სოფო ქარცივაძემ მიმართა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს  და ქართული ღვინის ტრადიციასა და კულტურაზე ისაუბრა. იმავე დღეს, ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებისა და სომელიეებისათვის პროფესიონალური დეგუსტაცია გაიმართა, რომელზეც ქვევრის ღვინოების სპეციფიკასა და ტექნოლოგიაზე ღვინის ეროვნული ინსტიტუტის პროფესორმა დავით ჩიჩუამ ისაუბრა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის ქართული ღვინოები. ფესტივალის სტუმრებს საშუალება მიეცათ, ასევე, გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს. ღონისძიებამ 3 დღეს გასტანა და მას უამრავი  სტუმარი ყავდა.