საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული კინოს ფესტივალის დახურვა რომში

18 ივნისს,  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე კინო ფესტივალი ოფიციალურად დაიხურა. ანშლაგით ჩაიარა კიდევ ერთი ქართული კინო შედევრისნატვრის ხისჩვენებამ. ფესტივალის დახურვამდე, საქართველოს ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში სიტყვით მიმართა იტალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და იტალიის სამთავრობო უწყებების წარმომადგნლებს. სიტყვით გამოსვლისას კონსტანტინე სურგულაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. ელჩმა ისაუბრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიების, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესზე და იტალი-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. ფესტივალის დახურვამდე გაიმართა საზეიმო მიღება, რომელზეც სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო. ფესტივალი, კოტე მიქაბერიძის 1929 წელს გადაღებული მუნჯი კინოს შედევრით - „ჩემი ბებიადაიხურა, რომელსაც ცოცხალი აკომპანიმენტი რეზო კიკნაძის ტრიომ გაუკეთა.