საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული კინოს ფესტივალი გრძელდება

17 ივნისს, ქართული კინოს ფესტივალის ფარგლებში, ვილა ბორგეზეში მდებარე „კინოს სახლში“ გაიმართა 2 თანამედროვე ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძისა და ლევან კოღუაშვილის ფილმების ჩვენებები.

ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ იტალიაში ფილმის სადისტრიბუციო კომპანიის “PFA FILMS”-ის წარმომადგენელმა სოფო ბერძენიშვილმა წარადგინა. ფილმის ჩვენებამდე საელჩოს უფროსმა მრჩეველმა სოფო ქარცივაძემ აფხაზეთის კონფლიქტზე, კონფლიქტით გამოწვეულ შედეგებზე და  ამჟამად არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა.

იმავე დღეს, ღია ცის ქვეშ, გაიმართა ლევან კოღუაშვილის 2013 წელს გადაღებული ფილმის „შემთხვევითი პაემნების“ ჩვენება, რომელიც თავად რეჟისორმა წარუდგინადამსწრე აუდიტორიას.  ფილმის დასრულების შემდეგ, რეჟისორმა მაყურებლის კითხვებს უპასუხა.