საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით კირვალიძე FAO-ში G77 & China ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დირექტორობის კანდიდატმა დავით კირვალიძემ, 26 აპრილს, მონაწილეობა მიიღო  FAO-ში გამართულ შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდნენ  G77 & China ჯგუფის წარმომადგენლები.

დავით კირვალიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა საკუთარ ხედვებსა და გეგმებზე ორგანიზაციასთან მიმართებით და უპასუხა  მონაწილეთა შეკითხვებს.

FAO-ს გენერალური დირექტორის არჩევნები 2019 წლის ივნისში ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ: საქართველოს, საფრანგეთის, ჩინეთისა და ინდოეთის კანდიდატები.