საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  სსიპ  –  „ბავშვთა  და  ახალგაზრდობის  ეროვნული  ცენტრი“ “სახელმწიფო  ახალგაზრდული  პოლიტიკის“  ძირითად  მიმართულებათა შესაბამისად ახორციელებს პროგრამას – „მომავლის ბანაკი“, რომლის მიზანია მოზარდებისთვის რეკრეაციული, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის ზაფხულში (ივლისი და აგვისტო) ხორციელდება მასშტაბური პროექტი „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ ქუთაისში, სადაც აქტიურ დასვენებასთან ერთად ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პრაქტიკულ-ლაბორატიული პროექტების განხორციელებით გაიუმჯობესონ კვლევითი უნარები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების მონაწილეობას „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში“, რომლის ფარგლებში მათ მიეცემათ შესაძლებლობა მოინახულონ საქართველო, დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან,   გაიუმჯობესონ   ქართული   ენის   ცოდნა,   მიიღონ   მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
ბანაკში   მონაწილეობა   შეუძლიათ   13-18   წლის   144   მოზარდს.   საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობაა 7 დღე. პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ.  ბანაკში მონაწილეთა გამგზავრება განხორციელდება 3 ნაკადად, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიდან“ (მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას
76      ბ).      მონაწილეთა      ტრანსპორტირების      უსაფრთხოებას      უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. ჯგუფების დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი და
საბოლოოდ,      ბანაკის     მონაწილეთა     სია     გაეგზავნება     სსიპ     „ბავშვთა     და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია შევსებული დანართების სახით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე rome.emb@mfa.gov.ge  მ.წ. 6 მაისის ჩათვლით
(დანართი 1)
(მშობლის თანხმობის ფორმა)
(სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი)