საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით კირვალიძემ Chatham House-ის და Ispi-ს ორგანიზებით გაიმართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

 

12 აპრილს, რომში Chatham House-ის და Ispi-ს ორგანიზებით გაიმართა დისკუსია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის დირექტორობის კანდიდატების დავით კირვალიძის და ქეთრინ ჯესლინ ლანელის მონაწილეობით. დავით კირვალიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და უპასუხა მედიის, არასამთავრობო სექტორის და FAO-ში აკრედიტებული წარმომადგენლების შეკითხვებს.

ფაოს გენერალური დირექტორობის კანდიდატების დებატებს სოცილური ქსელიდანაც ადევნებდნენ თვალს, სადაც მსურველებს ონლაინ რეჟიმში კითხვა-პასუხის შესაძლებლობაც მიეცათ.

აღსანიშნავია, რომ დისკუსიაზე ჩინეთის და ინდოეთის კანდიდატებმა უარი განაცხადეს და მასში მხოლოდ საფრანგეთის და საქართველოს კანდიდატებმა მიიღეს მონაწილეობა.