საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

11 აპრილს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO საბჭოს სხდომა გაიმართა

11 აპრილს, გაიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO საბჭოს სხდომა, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატები (ინდოეთი, საქართველო, ჩინეთი, საფრანგეთი). საბჭოს წინაშე წარსდგა და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო საქართველოს კანდიდატმა დავით კირვალიძემ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დავით კირვალიძემ უპასუხა რეგიონალური ჯგუფების შეკითხვებს.