საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა მალტის პარლამენტის სპიკერთან ბატონ ანჯელო ფარუჯასთან

მალტის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, 14 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა მალტის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან ბატონ ანჯელო ფარუჯასთან. მხარეებმა საქართველო-მალტას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებზე და საპარლამენტთაშორისო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. როგორც კონსტანტინე სურგულაძემ აღნიშნა იგი ძალიან აფასებს მალტის მხარდაჭერას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და საჭიროა საპარლამენტო თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება.