საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტს მარი-ლუიზ კოლეირო პრეკას რწმუნებათა სიგელები გადასცა.

14 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტს მარი-ლუიზ კოლეირო პრეკას რწმუნებათა სიგელები გადასცა. პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და მალტას შორის არსებულ დინამიურ თანამშრომლობას კულტურის, განათლებისა და ეკონიმიკის სფეროებში. გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ. კონსტანტინე სურგულაძემ მადლობა გადაუხადა მალტის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა საქართველოს პარტნიორების მხრიდან მისი უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობა.