საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ვიზიტი მალტის რესპუბლიკაში

13 მარტს, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი კონსტანტინე სურგულაძის ვიზიტი მალტის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი შეხვდა მალტის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის განვითარების მინისტრს ბატონ კარმელო აბელას.  
საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას , როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, ისე ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ეკონომიკის, სავაჭრო, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში. ბატონმა კონსტანტინემ შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე და ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას და ამ კონტექსტში მალტის მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობას. 
შეხვედრისას მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო სამომავლოდ ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის განვითარების სამინისტროში ვიზიტისას შეხვედრა გაიმართა ასევე პოლიტიკის, ევროკავშირის და დიასპორის საქმეთა მთავარი დირექტორატის წარმომადგენლებთან.