საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ეკონომიკური განვითარების სააგენტოსა და სავაჭრო პალატის დირექტორს მასიმო გიოტისთან

11 მარტს, სან მარინოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შედგა ელჩის შეხვედრა ეკონომიკური განვითარების სააგენტოსა და სავაჭრო პალატის დირექტორს მასიმო გიოტისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და საქართველოსა და სან მარინო ბიზნეს წრეებს შორის კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.
საქართველოს ელჩმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, ასევე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე.