საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სან მარინოს კაპიტან-რეგენტებს

2019 წლის 12 მარტს, პალაცო პუბლიკოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სან მარინოს კაპიტან-რეგენტებს მირკო ტომაზონის და ლუკა სანტოლინის. ცერემონიას ესწრებოდა სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ნიკოლა რენციც. სან მარინოს კპიტან-რეგენტებმა წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვეს საქართველოს ელჩს, რომელმაც თავის მხრივ არსებული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა. 

11 მარტს, გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩსა და სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს ნიკოლა რენცის შორის. შეხვედრაზე საქართველოს და სან მარინოს რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.