საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ქ.ბარიში მეღვინეობა "ხარების" მაღაზიას ეწვია

პულიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ეწვია ქ. ბარიში არსებულ ქართული ღვინის მაღაზიას, რომელიც „მეღვინეობა ხარებამ“ 2018 წლის გაზაფხულზე გახსნა. აღსანიშნავია, რომ ის ევროპაში პირველი ქართული ბრენდული ღვინის მაღაზიაა და მიუხედავად, იმისა, რომ ჯერ ერთი წელიც არ არის რაც ამოქმედდა, ქ. ბარის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ელჩი გაესაუბრა კომპანიის წარმომადგენელს იტალიაში ბატონ ჯოვანი რუჯეროს, რომელმაც სტუმრებს ხარების საფირმო ღვინოები დააგემოვნებინა. საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ ქართული ღვინო ქვეყნის სავიზიტო ბარათია საზღავრგარეთ და შესაბამისად, იტალიაში მსგავსი მაღაზიის არსებობა უმნიშვნელოვანესია.