საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ქ. ბარიში არსებულ ქართულ-იტალიური კულტურული ასოციაციების თავმჯდომარეებთან

28 თებერვალს, გაიმართა საქართველოს ელჩის ბ-ნი კოტე სურგულაძის, კონსულის თამთა რჩეულიშვილის, უფროსი მრჩევლის სოფო ქარცივაძისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ქ-ნი ნათია სულავას შეხვედრა ქ. ბარიში არსებულ ქართულ-იტალიური კულტურული ასოციაციების თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ქ. ბარიში მოქმედი ასოციაციების თავმჯდომარეები. განიხილეს ასოციაციიების წინაშე მდგარი პრობლემური საკითხები, მათი გადაჭრის შესაძლო გზები და საელჩოს მხრიდან დახმარების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო, ასევე, ასოციაციების მხრიდან კლუტურული და საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას და საელჩოს ჩართულობას. შეხვედრა, კონსტრუქციული და ნაყოფიერი გახლდათ. გადაწყდა, რომ საელჩოს თანამშრომლებთან მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგულარული ხასიათი მიეცემა.

იმავე დღეს, საქართველოს ელჩი, წმ. ნიკოლოზის ბაზილიკაში პარაკლისს დაესწრო, რომელიც არქიმანდრიტმა მოსე ჭანკვეტაძემ გადაიხადა. პარაკლისის შემდეგ ელჩი გაესაუბრა, ბარის წმ. ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლოს წარმომადგენლებს და არქიმანდრიტ მოსე ჭანკვეტაძეს.