საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ქ.ბარში არსებულ საკვირაო სკოლებთან

27-28 თებერვალს, საქართველოს ელჩმა იტალიაში ბ-მა კონსტანტინე სურგულაძემ, კონსულმა თამთა რჩეულიშვილმა, უფროსმა მრჩეველმა სოფო ქარცივაძემ და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ქ-მა ნათია სულავამ ქ. ბარიში არსებული საკვირაო სკოლები მოინახულეს.

27 თებერვალს შეხვედრაგაიმართა ბარიში არსებულ ქართულ-იტალიურ ასოციაციასთან „ფესვები“, საპატიო საკონსულოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. სტუმრების საპატივსაცემოდ, სკოლასთან არსებული ქორეორგაფიული სტუდიის„ფესვები“ არაჩვეულებრივმა აღსაზღდელებმა ქართული ეროვნული ცეკვები შეასრულეს.

ხოლო 28 თებერვალს, საქართველოს ელჩი ეწვია ასოციაციასთან “აისი” არსებულ საკვირაო სკოლას, რომელშიც 48 ქართველი ბავშვი სწავლობს.

შეხვედრებზე, ელჩმა ისაუბრა დიასპორის წინაშე მდგარ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებსა და შესაძლებლობებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ქართული საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე ეროვნული და კულტურული თვითშეგნების შენარჩუნების საქმეში. საკვირაო სკოლებს, სპეციალურად მათთვის სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სახელმძღვანოები გადაეცათ.