საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ქ. ბარის მერთან

27 თებერვალს გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა ქალაქ ბარის მერთან ანტონიო დეკაროსთან. მერთან შეხვედრის ძირითადი თემა, სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობასთან ერთად, გახლდათ ქართული დიასპორა და მათი პრობლემები. ხაზი გაესვა ქ.ბარიში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის მშობლიური ენის შესწავლის აუცილებლობას და მათი კავშირის შენარჩუნებას მშობლიურ ფესვებთან. ამასთან დაკავშირებით გაჟღერდა ქართველი ბავშვებისათვის სრულფასოვანი სასწავლო სივრცის გამოყოფის აუცილებლობა. შეხევდრაზე განიხილეს, ასევე ქალაქ ბარის დამეგობრების შესაძლებლობა საქართველოს რომელიმე ქალაქთან.