საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კრემონის საერთაშორისო მუსიკალურ გამოფენასა და ფესტივალზე, მაესტრო გია ყანჩელი “Cremoma Musica Award”-ის პრემიით დაჯილდოვდა

 30 სექტემბერს, კრემონის საერთაშორისო მუსიკალურ გამოფენასა და ფესტივალზე, ჩვენს საყვარელი კომპოზიტორი, მაესტრო გია ყანჩელი “Cremoma Musica Award”-ის პრემიით დაჯილდოვდა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მუსიკაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, კომპოზიციის მიმართულებით. კრემონის საერთაშორისო გამოფენა და ფესტივალი, ყველაზე მასშტაბური და ცნობილი გამოფენაა მსოფლიოში, და მასში ყოველწლიურად მუსიკალური საკრავების ყველა მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. პრემია კი, რომელიც ამ ცნობილი გამოფენისა და ფესტივალის ფარგლებში 2014 წელს დაარსდა, იმ პიროვნებებს და ინსტიტუტებს გადაეცემათ, რომლებსაც თავიანთ დარგში უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს. სპეციალური სამეცნიერო კომიტეტი, ყოველ წელს ირჩევს საერთაშორისო მუსიკალური სცენიდან იმ ხელოვანებს, რომლებმაც განსაკუთრებულად შეუწყეს ხელი დიდი მუსიკისა და იმ ღირებულებების გავრცელებას საზოგადოებაში, მუსიკალურ ტრადიციებს რომ ერთვის. დაჯილდოებისას, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საელჩოს უფროსმა მრცეველმა სოფო ქარცივაძე, დაჯილდოების სემდეგ კი პიანისტებმა ალესანდრო სტელამ და გიორგი ვაჩნაძემ მაესტროს რამდნიმე კომპოზიცია შეასრულეს. გვეამაყება და ვულოცავთ მაესტრო გია ყანჩელს ამ პრესტიჟულ ჯილდო